ხუნძური ენა კილო-თქმებით მდიდარია; მასში გამოიყოფა სამი ძირითადი დიალექტი და ერთიც –– გარდამავალი, სახელდობრ:
ა) 1. ჩრდილოური ანუ ხუნძახური, ბ) სამხრული: 2. ანწუხური და 3. ჭარული; 4. გარდამავალი–ჩრდილოურსა და სამხრულ კილოებს შორის – ჰიდურ-ანდალალურ-ყარახული თქმების სახით.