წიგნის მეორე ტომი მთლიანად დათმობილი აქვს საბანკო საქმიანობის ძირითად საკითხებს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. კერძოდ, გადმოცემულია ბანკების საკრედიტო ბაზარი, სავალუტო ოპერაციები, კომერციული ბანკების სატრასტო, ჰიპოტეკური, დეპოზიტური და სხვა სახის ოპერაციები, საბანკო საქმიანობის რეგულირება, ბანკების ლიკვიდობა და გადახდისუნარიანობა, საბანკო რისკების მართვა, საბანკო მენეჯმენტის საფუძვლები, საბანკო მარკეტინგი, საბანკო ინოვაციები, კომერციული ბანკები და ფულადი ანგარიშსწორების სისტემა, საბუღალტრო სამსახურის ორგანიზაცია, კონტროლი და აუდიტი ბანკებში.