სახელმძღვანელოში „ინოვაციური ეკონომიკა“ წარმოდგენილია მთლიანად ქვეყნის, საწარმოებისა და კომპანიების ინოვაციურ-ტექნიკური პოტენციალის ფორმირების მხარდაჭერასა და განვითარებაზე მიმართული გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების სისტემა. მასში განხილულია ინოვაციური ეკონომიკის წარმოშობის, ფუნქციონირების და განვითარების ფართო სპექტრი.