საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული, მეორე მსოფლიო ომის დროს მოწამეობრივად აღსრულებული და ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ეროვნული გმირი ბერი გრიგოლ ფერაძის მიერ შექმნილ სრულიად უნიკალურ დღიურში "იერიქონის ვარდები" აღწერილია წმინდა მამის მოგზაურობის შთამბეჭდავი ისტორია დღემდე უცნობი ქართული ღირსშესანიშნაობებისა და სიწმინდეების შესახებ ისრაელში, სირიასა და პალესტინაში.