ნაშრომში განხილულია შემდეგი საკითხები: შაჰის ხელისუფლების ხასიათი, შაჰისა და შაჰთან არსებული სათათბირო ორგანოების (მაჯლისი, ამირთა საბჭო) ფუნქციები. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ცენტრალური მმართველობის ძირითადი უწყებების (სამხედრო, საფინანსო) და სამოხელეო ინსტიტუტების შესწავლას, განხილულია მმართველობის აპარატის სოციალური და ეთნიკური შემადგენლობა, მოხელეთა იერარქია, კატეგორიები, მათი უფლება-მოვალეობანი და ა. შ.

