"ეგრისის სამეფოს წარმოქმნის დროისა და პირობების, მის ისტორიის ცალკეული მონაკვეთებისა თუ ფაქტების შესახებ არაერთი მეცნიერის გამოკვლევა არსებობს (ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ს. ყაუხჩიშვილი, გ. მელიქიშვილი და სხვ.), მაგრამ მთლიანი
მონოგრაფიული შესწავლა მისი ისტორიისა, ეგრისის სამეფოს შესახებ ყველა არსებული წყაროებისა და მონაცემების თავმოყრა
არავის უცდია. წინამდებარე შრომა სწორედ ამ ხარვეზის შევსების ცდას წარმოადგენს".