ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ევროპული წყაროები საქართველოს შესახებ (XVIII საუკუნე)

გამოცემის წელი2020
გამომცემლობასაჩინო

"მთელი XVII საუკუნის მანძილზე კაპუჩინთა ორდენის მისიონერები თბილისში, გორში, ქუთაისში, ონსა და ახალციხეში მეტ-ნაკლები წარმატებით მოღვაწეობდნენ. მათ დიდი და განუმეორებელი ამაგი დასდეს საქართველოს პოლიტიკურ და რელიგიურ კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეურნეო და დიპლომატიურ ცხოვრებას. ამ ორდენის საქართველოს მისიონის პრეფექტებმა,
ვიცე-პრეფექტებმა და მამა-მისიონერებმა 1700-1800 წლებში მრავალი ათეული დიდი თუ მცირე რელაციონი გააგზავნეს საქართველოდან. მათში ასახულია დღემდე უცნობი უამრავი ფაქტი და მრავალფეროვანი ისტორიული მოვლენა
საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ქვეყნის რელიგიურ ცხოვრებასა და, რასაკვირველია, კათოლიკე მამების საქმიანობაზე. ასევე ეს მასალები გვაძლევენ საინტერესო დაკვირვების საშუალებას ქართულ-ევროპული იდენტობის მახასიათებლებზე, . ქართველ პოლიტიკოსთა მიერ დასავლური ფასეულობებისადმი დამოკიდებულებაზე, დასავლურ სივრცეში საქართველოს ადგილზე. ნაშრომში წარმოდგენილი 34 რელაციონი პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე. იგი დიდ სამსახურს გაუწევს აღნიშნული თემებით დაინტერესებულ მკვლევრებს, ასევე მკითხველთა ფართო წრეს".