„ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, რომელიც გიორგი პაპაშვილმა და მისმა მეუღლემ ჰელენ უეიტ პაპაშვილმა დაწერა, არის ავტობიოგრაფიული ნოველების კრებული. ნაწარმოები გვიხატავს 30-იანი წლების ეკონომიური კრიზისის, გაფიცვებისა და უმუშევრობის შეუფერადებელ სურათებს, ამავე დროს ავტორი არც ქებას იშურებს, თუკი რაიმე მოეწონა ამერიკაში. გიორგი პაპაშვილის მიერ დახატული „ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს", არის ქართველი გამრჯე და გამჭრიახი გლეხის თვალით დანახული ამერიკა.