მონოგრაფია შედგება სამი ნარკვევისაგან რომლებშიც განხილულია რითმის სპეციფიკა ჩახრუხაძის „თამარიანში“, რუსთველის „ვეფხისტყაოსანსა“ და ნ. ბარათაშვილის პოეზიაში. ჩახრუხაძის ომონიმური რითმისა და ბარათაშვილის არაზუსტი რითმის ანალიზისას ავტორი ავლენს მათს განმაპირობებელ ფსიქოლოგიურსა და მსოფლმხედველობრივ ფაქტორებს. „ვეფხისტყაოსნის“ რითმის კვლევის მიზანია მეტრული და უძველესი ბუნებრივი მახვილების ურთიერთმიმართების დადგენა, რაც ქართული ლექსმცოდნეობით აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.