წინამდებარე წიგნი ისტორიული რომანია, რომელშიც ავტორის თვალთახედვით საინტერესოდაა ასახული ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდგომი ეპოქის წარმართი ქართლი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნის მცხეთის ოკუპაცია, მაკედონელთა ექსპანსიები, არმაზისხევის გაძლიერებულ ხელისუფალთა პოლიტიკური მეთაურის - მცხეთის მამასახლისის ცხოვრება, ფარნავაზის დაბადება, ყრმობა, სიჭაბუკე, სიყვარული, განძის პოვნა.

