ადამიანები, რომელთა სახელებსაც ამ წიგნში ამოიკითხავთ, დიდი ხანია წარსულში დარჩნენ, თუმცა მათ სამუდამოდ დაიმკვიდრეს
ადგილი ისტორიის ოქროს ფოლიანტში. ასეთი პატივის ღირსნი მხოლოდ რჩეულნი იყვნენ. ისინი თავიანთი აზროვნებითა თუ მოღვაწეობით წინ უსწრებდნენ იმ დროს, რომელშიც ცხოვრობდნენ და ეპოქის მომავალს განაპირობებდნენ. მათ დიადი მიზნები ჰქონდათ და ამ მიზნების განსახორციელებლად ბუნებისაგან სულიერი სიმდიდრით, შინაგანი კეთილშობილებით, გასაოცარი ნებისყოფით, იშვიათი თავგანწირვითა და გრანდიოზული გამბედაობით იყვნენ დაჯილდოებულნი.