სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე გენეტიკის აქტუალური საკითხები. მკითხველი გაეცნობა გენური ინჟინერიის კანონზომიერებებსა და მოპოვებული შედეგების პრაქტიკაში დანერგვას, გენმოდიფიცირებული მცენარეებსა და ცხოველების მიღებასა და მათ გამოყენებას სელექციაში, ადამიანის კლონირების მცდელობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს,
გენეტიკის როლს კრიმინალისტიკაში, ინტელექტის გენეტიკურ ასპექტებს, ადამიანში სქესის ჩამოყალიბებასა და მასთან დაკავშირებულ გადახრებს, გენეტიკის როლს მედიცინაში, რაც მთავარია, იმ მწვავე ეთიკურ პრობლემებს, რაც გენეტიკამ საზოგადოების წინაშე წამოჭრა.