წინამდებარე ნაშრომი „მემკვიდრეობის სამართალი” წარმოადგენს ფუნდამენტურ კვლევასა და ანალიზს მემკვიდრეობის სამართლის მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე, მასში გამოკვლეულია მემკვიდრეობის სამართლის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: მემკვიდრეობის ცნება, ამ ურთიერთობის სუბიექტები და ობიექტები, მათი უფლება-მოვალეობანი, სამკვიდროს გახსნის ადგილი და დრო, მემკვიდრეობის სახეები (კანონისმიერი და ანდერძისმიერი), სავალდებულო წილი,
საანდერძო დანაკისრი, სამკვიდრო ქონების აღწერისა და მისი დაცვის წესები, პირობები და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.