"სტატიების წინამდებარე კრებული საკმაო სისრულით გამოხატავს თამაზ ჩხენკელის – პოეტის, მთარგმნელის, ესეისტის,
ქართული ლიტერატურისა და კულტურის მკვლევრის მრავალფეროვან ინტერესებს. ეს წერილები თარგმნილია მოცალეობის ჟამს, ინტენსიური ფიქრისა და შემოქმედების შუალედებში და, შეიძლება ითქვას, ერთგვარად მისი სულის გამოძახილია.
რამდენად შორსაც უნდა ყოფილიყო მისი უშუალო პროფესიული და შემოქმედებითი ინტერესებისგან, ვთქვათ, თანამედროვე ფიზიკის პრობლემები, აქაც მისი სინდისი და მაძიებელი გონება პოვებდა სულიერ-ინტელექტუალ საკვებს: ცოდნა არა ცოდნისთვის; ცნობისმოყვარეობა არა ცნობისმოყვარეობისთვის, არამედ ისევ და ისევ ყოფიერებაში არსებითის წვდომისთვის".