სახელმძღვანელოში წარმოდგენილია კლასიკური და თანამედროვე გენეტიკის ძირითადი საკითხები. გენეტიკური ანალიზის პრინციპები განხილულია პროკარიოტულ და ეუკარიოტულ მოდელურ ობიექტებზე. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კლასიკური გენეტიკის საფუძველზე განვითარებული თანამედროვე მიმართულებების: გენური ინჟინერიის, ეპიგენეტიკური მემკვიდრეობის,
გენეტიკური ტოქსიკოლოგიის, ინდივიდუალური განვითარების გენეტიკის უახლეს მიღწევებს, ასევე – გენეტიკური ანალიზის მნიშვნელობას ადამიანისა და სამედიცინო გენეტიკისათვის. განზოგადებული სახით მოცემულია ევოლუციური გენეტიკის უახლესი შეხედულებები.