"მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტოლოგიაში მუშაობს არაერთი დისციპლინის (სოციოლოგია, ეთნოლოგია, ფილოსოფია და სხვ.). წარმომადგენელი, ერთიანი აზრი კონფლიქტის არსის შესახებ დღემდე არ არსებობს. კონფლიქტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საზოგადოებასა და მის წევრებს შორის სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა სახის დაპირისპირება იჩენს თავს – პიროვნული, ოჯახური, სოციალურ-კლასობრივი და ა. შ. ყოველი დაპირისპირება, იქნება ეს კულტურების, იდეების, მენტალიტეტების, ღირებულებების თუ სხვა სახისა, არის კონფლიქტი".