ნაშრომი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში განხილულია მარკირების მიმართების –– დაპირისპირებულ ერთეულთა იერარქიული მიმართების -– ცნების შემუშავებისა და განვითარების გზა. გამოყოფილია ამ ცნების განმსაზღვრელი ნიშნები. მეორე ნაწილში, შემუშავებული ფუნქციონალური კრიტერიუმების საფუძველზე, შესწავლილია ჩქამიერ ფონემათა კლასში მოქმედი ფონემური დაპირისპირებები. ნაშრომში გამოვლენილი ემპირიული მასალის საფუძველზე განხილულია რიგი ზოგადი ხასიათის საკითხებისა.