ამ ტომში შეტანილია მასალები, დაკავშირებული ქართული ხალხური ხელოსნობის ერთ-ერთ უძველეს დარგთან –– მეჭურჭლეობასთან (თიხის ჭურჭელი, ხის, დაწნული და, ნაწილობრივ, ლითონის ჭურჭელი). მასალები შეიცავს მეტად
მნიშვნელოვან ცნობებს სხვადასხვა ჭურჭლის დამზადებისათვის საჭირო შესაბამისი მასალის მოპოვების, დამუშავების, სამუშაო ხელსაწყოების და მოწყობილობის, ჭურჭლის დამზადების, შემკულობის, დანიშნულების, გამოყენების, გასაღების, მეჭურჭლეობის სხვადასხვა ცენტრებისა და მათი თავისებურებების შესახებ. მეტად მდიდარია და მნიშვნელოვანი მეჭურჭლეობასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია და გამონათქვამები.