ტომში შეტანილია მდიდარი და მრავალფეროვანი მასალები ქართული ხალხური ფეიქრობის, მღებრობისა და ქარგულობის შესახებ. მასალები შეიცავს მეტად მნიშვნელოვან ცნობებს სხვადასხვაგვარი საქსოვი მასალის (მატყლის, აბრეშუმის, ბამბის, სელის და სხვ.) შერჩევა-დახარისხების, დამზადების, საქსოვი მოწყობილობის, იარაღების, მათი ნაწილების სახელების, სხვადასხვაგვარი
ქსოვილების ქსოვის ტექნიკისა და სხვათა შესახებ.