სტატიკურებია ქართულში ის ზმნები, რომლებიც გრამატიკული კატეგორიების წარმოებით უპირისპირდებიან დინამიკურებს. სტატიკურ ზმნებს გრამატიკული კატეგორიები ნაკლულად ეწარმოებათ, დინამიკურებს – სრულად. სტატიკურობა-დინამიკურობა ქართული ზმნის დაჯგუფების საფუძველია გარდამავლობა-გარდაუვალობასთან ერთად.