კრებულში, საქართველოს რამდენიმე კუთხის (ხევსურეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი და სვანეთი) XIX
საუკუნისა და XX საუკუნის I ნახევრის ყოფის ამსახველი მონაცემების საფუძველზე, განხილულია ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები და წეს-ჩვეულებები. მათი ურთიერთშეჯერების გზით ნაჩვენებია საქართველოს მთისა და
ბარის მოსახლეობის სამედიცინო ტრადიციათა საერთო მხარე და განსხვავება-თავისებურებანი.