ავტორის კვლევის ობიექტია სათავადოები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოში. ნაშრომში წარმოდგენილია 8 სათავადოს
თანმიმდევრული კონკრეტული ისტორია. ნაჩვენებია სათავადოთა ისტორიული როლი იმერეთის სამეფოსა და გურია-ოდიშის სამთავროების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.