ნაშრომის მიზანია შეაჯამოს და წარმოაჩინოს საქართველოს მემინდვრეობის თვითმყოფი კულტურა, დაადგინოს მათი გავრცელების არეები და სიხშირე, გამოავლინოს ეთნოგრაფიული მოვლენების შესაბამისი კანონზომიერებანი. სათანადო ტექსტების, სამეცნიერო კარტოგრამების, ტაბულებისა და ილუსტრაციების მეშვეობით საზოგადოებისათვის თვალსაჩინო გახადოს ეთნოგრაფიული სინამდვილე, წარსული და აწმყო, ხელი შეუწყოს პროგრესული მეურნეობრივი გამოცდილების დანერგვას, კეთილმყოფელი ჩვევებისა და ტრადიციების გამდიდრებას და მათ ჩაყენებას ახალი, სოციალისტური ცხოვრების სამსახურში.