ნაშრომში წარმოდგენილია V საუკუნის მეორე ნახევრის ქართლის სამეფოს პოლიტიკური ისტორია. ამასთანავე რათა ეპოქის სურათი მეტ-ნაკლებად მთლიანი იყოს, პოლიტიკურ ისტორიას წამძღვარებული აქვს სოციალურ-ეკონომიკური ვითარების მიმოხილვა, ხოლო დასკვნით ნაწილში მოცემულია კულტურული ვითარების მოკლე დახასიათება.