შრომაში შესწავლილია XVI-XIX სს. ქართველ კათოლიკეთა ურთიერთობა ლათინურ-კათოლიკურ და სომხურ-კათოლიკურ ეკლესიებთან. ქართველთა ლტოლვა „ლათინური სწავლის“ დასამკვიდრებლად; გარკვეულია ე. წ. „უნითორების“ საქართველოში მოსვლისა და საქმიანობის მიზნები, ქართველ კათოლიკეთა კულტურული წვლილი, აქვეა მოტანილი მათ მიერ წარმოებული დღიურები, შესწავლილია მისი მნიშვნელობა.