სუნ ძის „ომის ხელოვნება“ უძველესი ჩინური სამხედრო და ფილოსოფიური ტრაქტატია. იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში შეიქმნა და დღემდე ითვლება სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სახელმძღვანელოდ. „ომის ხელოვნების“ სწავლებებს ეყრდნობოდა არაერთი გამოჩენილი მხედართმთავარი.