წინამდებარე კრებულში თავმოყრილია ელიზბარ ჯაველიძის წერილები და ინტერვიუები, რომლებიც 1991-1999 წლებში
ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მათში ნათლად წარმოჩინდა ის მწვავე პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის
ცხოვრებაში იმ ხანად წამოიჭრა. წიგნის ავტორი ყოველთვის იჩენს პრინციპულობას და ობიექტურად აშუქებს ამა თუ იმ მოვლენას.