ნაშრომი ეძღვნება შუა საუკუნეების მახლობელ აღმოსავლეთში ფრიად გავრცელებული სულიერ-რაინდული ძმობის „ფუთუვეთის“ შესწავლას. ამ საზოგადოებრივმა ინსტიტუტმა ღრმა კვალი გაავლო მახლობელი აღმოსავლეთის სოციალურ, ეთიკურ-ზნეობრივ, სულიერ-რელიგიურ ცხოვრებასა და განვითარებაზე. მკვლევარი წარმოაჩენს ამ სოციალურ-რელიგიური მიმდინარეობის ევოლუციის ეტაპებს და მისგან ამოზრდილ და განშტოებულ სხვადასხვა გაერთიანებას. საგულისხმო ის გახლავთ, რომ ამ სულიერ-რაინდული ძმობის მოღვაწეობის, საქმიანობის და ტრადიციების ერთგვარი ანარეკლი ქართულ სინამდვილეშიც მოჩანს, რაც წიგნის ავტორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.