"კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების ტექსტთა გარდა, ეს კრებული მოიცავს ცნობილი ფრანგი მოაზროვნის, ფილოსოფოსისა და მწერლის, ანდრე გლუკსმანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ესსეს (ჩეჩნეთის დე გოლი") ქართულ თარგმანს. ამ ესსეში ანდრე გლუკსმანი მოკლედ, მაგრამ მეტად საინტერესოდ განიხილავს კავკასიის რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებული იმპერიალისტური პოლიტიკის ღია თუ ფარულ პლასტებს და უაღრესად საყურადღებო დასკვნებს აკეთებს".