„საბრალონი“ ჰიუგოს უდიდესი და შეიძლება ითქვას, უმთავრესი რომანია, რომლის შექმნასაც მწერალმა 20 წელზე მეტი მოანდომა. რომანი გადმოსცემს XIX საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს და წარმოაჩენს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა: საზოგადოებრივი კლასების ცხოვრებისეული განსხვავებები; ქალის ზნეობირივი დაცემა გაჭირვების გამო; სამოქალაქო გადატრიალების შემდგომ განვითარებული პრობლემები; ნამდვილი და წრფელი სიყვარული, რომელსაც ყველა სიძნელეზე გამკლავება შეუძლია.