მამია ასათიანის წიგნი „გეგუთის ძელქვები“ ეხება საქართველოს წარსულსა და თანამედროვეობას. ნაწარმოებთა ცენტრში დგას სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი, ასახულია მისი მაღალი მორალური თვისებები, გმირული შრომა-საქმიანობა, სიყვარული და მეგობრობა, ბრძოლა თაობათა ბედნიერებისათვის.