„ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების" პირველ წიგნში შედის ორიგინალური ქართული ძეგლები, რომლებიც ეკუთენის უძველეს პერიოდს (V-X სს.) გამოცემა კრიტიკულია. შესწავლილია ძეგლთა არსებული ნუსხები, შერჩეულია უკეთესი ხელნაწერი (ჩვეულებრივ უძველესი ხანისა), რაც საფუძვლად უდევს გამოცემას. ტექსტი გამართულია ხელნაწერთა მონაცემების მიხედვით. ნუსხათა წაკითხვა-სხვაობანი სქოლიოებად ერთვის ტექსტს.