ნაშრომში განხილულია 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში გამოსული სამი გაზეთის „საქართველოს რესპუბლიკის“, „საქართველოს“ და „ერთობის“ ნომრები. ასევე ქვეყნდება ამ საგაზეთო ნომრების სრული ტექსტები. 25 თებერვალს გამოსული გაზეთები უმნიშვნელოვანესი წყაროა ქართული საზოგადოების იმდროინდელი განწყობის შესასწავლად; ამ გაზეთებში კარგად ჩანს, თუ როგორ აფასებდნენ შექმნილ ვითარებას, რა იმედებით და მოლოდინებით ცხოვრობდნენ, რით იმხნევებდნენ თავს და როგორ იბრძოდნენ.