რა ხდება მაშინ, როცა შენი დრო დათვლილია? როცა დარჩენილი დღეები შეუფასებელ ღირებულებას იძენენ, როცა განაჩენი გამოტანილია და ზუსტად იცი, როდის უნდა დასრულდეს შენი ცხოვრება. ბოროტდები? საკუთარი ცხოვრების გააზრებას ცდილობ? ძვირფას წუთებს და ძვირფას ადამიანებს იხსენებ? ვიქტორ ჰიუგომ 1829 წელს დაწერილი ეს მოთხრობა ერთგვარად ლიტერატურულ მანიფესტად აქცია - ძალადობის წინააღმდეგ და ადამიანის უმაღლესი უფლების - სიცოცხლის უფლების დასაცავად.