IV-VIII ს-ის პირველი ნახევარი ფრიად მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ისტორიაში. პერიოდის დასაწყისშივე გამოიკვეთა ქვეყნის კულტურული სახე (ქრისტიანობა), რომელმაც შემდგომი პოლიტიკური ორიენტაციაც განსაზღვრა. ამ დროს განხორციელდა რეალურად ერთიანი საქართველოს შექმნის იდეაც (ვახტანგ გორგასალი). პერიოდის ბოლოს ქართველი ხალხის სოციალური ევოლუციის დონე განვითარებული ფეოდალური ურთიერთობის შესატყვისია, ხოლო ეთნოგრაფიული სტრუქტურა (თუკი გვიანი საუკუნეების უცხოთესლთა იმიგრაციულ ტალღებს არ ჩავთვლით), ფაქტობრივად თანამედროვე სახისაა. ეს და სხვა - პოლიტიკური ისტორიის პრობლემებია განხილული წიგნში, რომელიც გათვალისწინებულია არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის, არამედ საქართველოს ძველი ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვისაც.