წინამდებარე ნაშრომში ნიკლას ლუმანი დამაჯერებლად აჩვენებს, რომ მსოფლიო საზოგადოების სოციალური სისტემა მასობრივი მედიის გარეშე (მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ) კომუნიკაციას ვერ შეძლებდა. დღეს, ამგვარი კომუნიკაციისთვის, საკმარისი ვერ აღმოჩნდებოდა მაღალი კულტურებისთვის დამახასიათებელი კომუნიკაციის ძველი ფორმები (დამწერლობა და ლიტერატურული ტრადიციები) რადგან თანამედროვე საზოგადოება მანამდე უცნობ, ძალზე სპეციფიკურ ტემპორალურ
სტრუქტურებზეა აგებული.