ეს არის XVII საუკუნის საეკლესიო მოღვაწისა და თავისი დროის პოპულარული პოეტის, შემოქმედის (ოზურგეთი) მიტროპოლიტის იაკობ შემოქმედელ–სამებელის, გვარად დუმბაძის, დღესდღეობით მიგნებული და დადგენილი პოეტური თხზულებების პირველი სრული კრებული. აქ ავტორის სახელით პირველად ქვეყნდება სახოტბო ნაწარმოები ,ქება მეფისა არჩილისა“, რომელიც მანამდე იოანე შავთელის „აბდულმესიანად“მიაჩნდათ.