ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ზმნისწინების მიერ ოდნაობითობის გამოხატვის შესაძლებლობას, აგრეთვე იმ შემთხვევებს, როდესაც ზმნისწინის უმთავრესი ფუნქცია გეზისა და ორიენტაციის ჩვენებისა ნეიტრალიზებულია და სიტყვაფორმა ახალ, ზმნური ფუძის ჩვეული, საყოველთაო მნიშვნელობისაგან შორს მდგომ შინაარსს იძენს.