წიგნში განხილულია ქართული გვარების (პატრონიმების) ისტორიისა და სტრუქტურის საკითხები, მოცემულია პატრონიმული ლექსიკის სემანტიკური კლასიფიკაცია და გვარ-სახელთა ცალკეული ჯგუფების ენათმეცნიერული დახასიათება. ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით გარკვეულია გვარ-სახელების ფუძეთა აგებულება, დადგენილია აფიქსთა სახეობანი.