„ქართული ენის შესწავლის ისტორია“ მოიცავს X-XVII საუკუნეებს. მასში განხილულია X-XII საუკუნეებში ბიზანტიის გზით ბერძნული გრამატიკული აზრის გავრცელება და ქართველთა მიერ საკუთარი გზების ძიება; XVII-XVIII საუკუნეებში კი იტალიელი კათოლიკე მისიონერების მიერ იტალიურ-ქართული და ქართულ-იტალიური ლექსიკონებისა და გრამატიკული ტრაქტატების შექმნა, რომლებიც საფუძვლად დაედო სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ პირველის ლინგვისტურ მოღვაწეობას.