წინამდებარე გამოკვლევის მიზანს წარმოადგენს კოლაელ ყრმათა წამების ამსახველი ნაწარმოების შექმნის პერიოდის დადგენა.
თხზულების სრული სათაურია: „წამებაი ყრმათა წმიდათაი რიცხკთ ცხრათაი, რომელნი იყვნეს სულითა ძმანი ნათლისღებითა წმიდისაგან ემბაზისა, ხოლო შობილ იყვნეს თავის-თავისა დედისაგან თვსისა“. ქართულ ენაზე დაწერილი მარტვილობა ერთადერთი ხელნაწერითაა შემონახული, რომელიც დაცულია საბერძნეთში, ათონის მთაზე აგებულ ივერთა მონასტერში.