უდიდესი ბერძენი ორატორის დემოსთენეს „ფილიპიკები“ მაკედონიის მეფე ფილიპეს წინააღმდეგ, ათენური დემოკრატიის დასაცავად წარმოთქმული სიტყვების კრებულია. ძველი ბერძნული მჭევრმეტყველების ეს ბრწყინვალე ნიმუში გამოირჩევა პოლიტიკური აქტუალობითა და მგზნებარე პუბლიცისტური სტილით, რაც მის მარადიულ საკაცობრიო ღირებულებას განაპირობებს.