ნაშრომში განხილულია ენათმეცნიერების ერთ-ერთი ძირითადი ერთეულის - სიტყვის საკითხი. წარმოდგენილია სიტყვის ლინგვისტური თეორიები, მისი განსაზღვრებები, მოცემულია ცდა დახასიათდეს სიტყვა ენათმეცნიერების სხვადასხვა დარგების - ლექსიკოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და ფონეტიკა-ფონოლოგიის - თვალსაზრისით და გაიმიჯნოს იგი სხვა ენობრივი ერთეულებისგან.