"ის ბრძოლა, რომელიც ამ პატარა ნაშრომში საგანგებოდაა განხილული, მოხდა თბილისის მახლობლად, დიდგორის ველზე, 1121 წელს. დიდგორის ბრძოლა ერთ-ერთი ბრწყინვალე ფურცელია ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან გმირულ ისტორიაში. იგი არსებითად ერთგვარი დასასრული იყო იმ მრავალწლოვანი სამართლიანი ომებისა, რომელთაც XI საუკუნის მიწურულისა და XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველო აწარმოებდა თავისი არსებობის შენარჩუნებისა და პროგრესისათვის".