ელიოტ კოენის „უმაღლესი მთავარსარდლობა“, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიული მოაზროვნის ნაშრომია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი უშუალოდ ქართულ გამოცდილებას არ აანალიზებს, ნებისმიერი, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, ბევრად
ინფორმირებული დაუფიქრდება ცენტრალურ საკითხებს – რა დოზით შეიძლება პოლიტიკური ჩარევა ომის მიმდინარეობაში, რა როლი აქვს პოლიტიკურ ლიდერს ომის წარმატებაში.