ადგილმდებარეობა არიან-ქართლისა, რომელიც ,,მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით ქართველთა წინარე სამშობლოა, მიკვლეულად
არ ითვლება. წინამდებარე ნაშრომი, რომელიც ორი ურთიერთდაკავშირებული გამოკვლევისაგან – „არიან-ქართლელთა გამოსვლა"
და „ინდური პლასტი ქართულ მითოსში“ – შედგება, არის ცდა ამ პრობლემის გადაჭრისა.