ნაშრომში განხილულია ანტიკური ეპოქის ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლები – ბრინჯაოს ჭვირულგამოსახულებიანი ბალთები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ ძეგლების მხატვრული სტილის შესწავლასა და მისი ეროვნული სპეციფიკის გამოვლენას დიდი შედარებითი მასალის შესწავლის საფუძველზე განხილულია აგრეთვე მხატვრული დეკორის სიმბოლიკის საკითხები.