ქართულ ხატოვან სიტყვა-თქმათა წინამდებარე ლექსიკონი მეორე, შევსებული გამოცემაა. იგი მოიცავს 7.000-ზე მეტ ერთეულს. პირველი გამოცემისაგან განსხვავებით, იქ განმარტებულია სიტყვა-თქმების მხოლოდ ფიგურალური მნიშვნელობა, პირდაპირი მნიშვნელობის განმარტება კი გამოტოვებულია, ილუსტრაციები ზოგან შეცვლილია, ზოგან დედნისეული მასალების მიხედვით დამატებულიც. წარმოდგენილ სიტყვა-თქმებში ხატოვნად და სხარტადაა ასახული ქართველი ხალხის გონებრივი თუ სულიერი ცხოვრების გამოცდილება. ვრცელი ისტორიული და ეთნოგრაფიული ექსკურსები, აგრეთვე ფოლკლორული მასალის სიუხვე ლექსიკონს სასარგებლოს ხდის სათანადო დარგების სპეციალისტებისათვის, ხოლო მიმზიდველს – ფართო მკითხველისათვის.