მსოფლიო მხატვრულ კულტურაში მედეა ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული პერსონაჟია. მედეა სხვადასხვა ეპოქაში სულ სხვადასხვა ასპექტით ხიბლავს მსოფლიო შემოქმედთ – ზოგი მასში ეძებს მკვლელ დედას, ზოგი შურისმაძიებელ ცოლს, ზოგი სამშობლოს მოღალატეს, ზოგიც პირველ ფემინისტ ქალს. ტექსტები, რომლებიც ამ წიგნშია თავმოყრილი, მედეას სხვა კუთხეს წარმოაჩენენ. მათთვის მედეა საინტერესოა, როგორც სხვა, როგორც უცხო, როგორც „ბარბაროსი“.