ნაშრომში წარმოდგენილია XVII საუკუნის სპარსელი ისტორიკოსის ისქანდერ მუნშის თხზულების „ზეილ-ე თარიხ-ე ალამარაი-ე აბასის“ (აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება) ცნობები საქართველოსა და აგრეთვე ირანში მოღვაწე ქართველების შესახებ. ხსენებული თხზულებიდან ამოკრეფილი ცნობები შედარებულია სხვა წყაროთა მონაცემებთან, რის საფუძველზე გაშუქებულია საყურადღებო მომენტები ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVII საუკუნის 30-იან წლებში.